ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასთან - ჩხუბი ჯარიმის გამოწერის მცდელობას მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დაპირიპირება მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

მწვავე კონფლიქტი დაიწყო სოციალური საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ, რომლებმაც კომენდანტის საათის დარღვევის გამო ახალგაზრდა მამაკაცის დაჯარიმება სცადეს. ჩხუბში 30-მდე პოლიციელი და რამდენიმე მოქალაქე მონაწილეობდა, ნაცემი არიან არასრულწლოვნებიც.

სოციალურ საცხოვრებელში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციელები ჯარიმას უწერდნენ, რამაც მისი მეზობლების აგრესია გამოიწვია. კონფლიქტში 30-მდე ადგილობრივი და ამდენივე პოლიციელი იყო ჩართული. ადგილობრივთა თქმით, მათ მხარეს დაშავებული არიან ქალებიც და არასრულწლოვნებიც. 

ახრჩობდა პოლიციელი, მე პირადად დავინახე, რომ ახრჩობდა იმ ბავშვს. უკნიდან ნარტყამი არის და გაუბედურებული, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

დაპირისპირებაში მონაწილეები ყვებიან, რომ პოლიციელების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულების ეს შემთხვევა პირველი არ არის და ამას მათ დაბალ სოციალურ მდგომარეობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ ეს საცხოვრებელი ქუთაისის მერიას ადგილობრივებისთვის დროებით საცხოვრებლად აქვს დათმობილი.

მთელი დღე დაკარგული იყო დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი ადგილობრივი, მის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ახლობლები პოლიციაშიც მივიდნენ, თუმცა პოლიციამ მათ კარი ჩაუკეტა. 

დაზიანებები აქვთ პოლიციელებსაც, მათ ნაწილს ხელებზე ნაკბენები აღენიშნება.

გამოძიება 353-ე მუხლის მიხედვითაა დაწყებული, რაც პოლიციელთა მიმართ დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.  

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი