საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 398 081
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 370 565
  • მათ შორის გარდაცვლილი - 5 656
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 38 945, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  20 419, PCR ტესტით - 18 526
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,32%,  ბოლო 14 დღის -  5,38%, ბოლო 7 დღის - 6,03%
  • სულ აცრილია - 391 781, დღიურად აცრილია - 8 286
  • კარანტინის რეჟიმში - 50
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 780
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 487

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 460 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 118, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 193 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 175 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,1 მილიონზე მეტი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი