ერთი დაღუპული, ერთი დაჭრილი - ზუგდიდში ცეცხლი მამა-შვილს გაუხსნეს

გამოქვეყნდა:

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - ზუგდიდში, "საკონსერვოს დასახლებაში" შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ცეცლი ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში მყოფ მამა-შვილს გაუხსნეს. 65 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი ბიჭი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი მეწილია. სავარაუდო ეჭვმიტანილმა, რომლის აყვანის სპეცოპერაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს 3 წლის წინ, ბიზნეს დავის გამო სხვა პირიც დაჭრა.

 ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი