"დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი" | "მთავარმა არხმა" წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

გამოქვეყნდა:

ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი - ჟურნალისტები თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართავენ.

ჩვენ, "მთავარი არხი" და კრიტიკული მედიის წარმომადგენელბი ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდამრღვევი ვიცე-პრემიერის ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია. 

ცნობისთვის, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, წულუკიანი კი აცხადებს, რომ მიკროფონს არჩევნების შემდეგ დააბრუნებს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი