იწყება მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა | საგანგებო განცხადება პროკურატურასთან

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საქციელი პირდაპირი სიგნალია, რომ მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა იწყება. 

ამ თემაზე ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ოთხი  კრიტიკული მედიის - "მთავარი არხის", "ფორმულას", "ტვ პირველისა" და "კავკასიის" მიკროფონები დაიჭირა.

"ჩვენი მიკროფონის წართმევა, ძალადობა გუშინ, ორი დანაშაულის შემცველი, პირველი ვიცე-პრემიერის, წულუკიანის მიერ არის მორიგი თავდასხმის ინსპირაცია ჟურნალისტებზე, ძალადობის მორიგი ტალღის წახალისება, ღიად, პირდაპირ და აბსოლიტურად ცინიკურად. 

ოთხივე მიკროფონი მიჭირავს იმიტომ რომ ჩვენი მიკროფონის წართმევა იყო სრულიად პირობითი, მის ნაცვლად შეიძლება ყოფილიყო "ფორმულას" მიკროფონი, "ტვ პირველის" მიკროფონი, "კავკასიის" მიკროფონი, ჩვენ დღეს ვართ შეტევის ქვეშ, განუწყვეტელი, 24-საათიანი შეტევის ქვეშ, ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების განმავლობაში მუდმივი ბულინგის, შეურაცხყოფების, ფიზიკური დაპირისპირებების ქვეშ. [...]

ქალბატონი წულუკიანის საქცეილზე კომენტარი ძალიან მიძნელდება, მისგან მოულოდნელი, მე განსაკუთრებით, არაფერი მეგონა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს ადამიანი, როგორც მის უკან მდგომი ორკების მთავრობა არის ყველაფერზე წამსვლელი, ეს ფაქტი არ არის სასაცილო, ეს ფაქტი არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ დიახ, იწყება მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა", - თქვა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, პროკურატურაში განცხადებასთან ერთად მიიტანეს მტკიცებულებები, სადაც ჩანს როგორც ძარცვა, ასევე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის კადრები, ამავე კადრებში, მისი თქმით, ჩანს პოლიციელებისადმი აბუჩად აგდება.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი