"ოცნება" ვადამდელის დასანიშნად 43%-იან ვალდებულებაზე უარს ამბობს - არჩევნები კეთილ ნებაზე იქნება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" შარლ მიშელის შეთანხმების მიუხედავად ამბობს, რომ "მათი კეთილი ნაბით", მმართველი გუნდი მზად არის, რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს.  "ოცნებამ" დღევანდელ ბრიფინგზე 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად გამოაცხადა და თქვა, რომ მან საკუთარი თავი ამოწურა.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და "ქართული ოცნება" ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება.

შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები, არათუ ხმების 43%-ის არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და მართვის ამგვარი რეჟიმი სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს. 

ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, კონსტიტუციის შესაბამისად, რაც განვითარებულ ქვეყნებშია დამკვიდრებული",- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება 43%-ს ვერ მოაგროვებდა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

მიშელის დოკუმენტს მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის უმრავლესობამ ხელი 19 აპრილს მოაწერა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი