"ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა. ამ თემაზე განცხადება უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს.19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრუა, ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან "რადიკალურ ოპოზიციას" დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ.
მისივე განმარტებით, არჩევნების ჩატარება იმ ფონზე, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია შეთანხმებას ხელს არ აწერს ქვეყნის ინტერესბითვის დამაზიანებელია.
"ამ ვითარებაში "ქართული ოცნების" მხირდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება", - თქვა მან.
ამავე თემაზე: