ყველაფერი, რაც Pfizer-ის ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ

გამოქვეყნდა:

გერმანულ-ამერიკული ვაქცინის, Pfizer/BioNTech-ის 500 ათასი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა. ცნობილია, რომ ვაქცინის დოზები ქართულმა მხარემ საჩუქრად ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო და ქვეყანაში ამ პრეპარატით აცრები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. 

"მთავარი არხის" ვებგვერდმა "ფაიზერის" ვაქცინასთან დაკავშირებით, უცხოურ მედიაში გავრცელებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძია.

Pfizer-ი ამერიკულ-გერმანული წარმოშობის ვაქცინაა. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-ი 94 პროცენტით ამცირებს ინტენსიური მოვლის განყოფილებებში მოხვედრისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, 78%-ით კი ინფიცირების მაჩვენებელს.

საქართველოში Pfizer-ით აცრა 16 წელს ყველა მიღწეულ პირს შეუძლია. ის ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, მას აღიარებს ევროპის წამლის სააგენტოც.

შეიძლება თუ არა Pfizer-ით აცრა ბავშვებსა და ორსულებში

ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებით, Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ბავშვებში გამოყენება დასაშვებია. სააგენტო განმარტავს, რომ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია ზუსტად ისე, როგორც 16 წელს ზემოთ პირებისთვის - ის მკლავის კუნთებში ორი ინექციის სახით, სამი კვირის ინტერვალით კეთდება.

ევროპის წამლის სააგენტომ ეს გადაწყვეტილება კვლევის საფუძველზე მიიღო, რომელიც 2260 ბავშვზე ჩატარდა. ბავშვების ნაწილს გაუკეთეს პლაცებო, ნაწილს კი ვაქცინა - COVID-19 ვაქცინის მიმღები 1005 ბავშვიდან არცერთს არ განუვითარდა. ეს ნიშნავს, რომ ამ კვლევაში ვაქცინა 100% -ით ეფექტური იყო COVID-19- ის პროფილაქტიკაში (თუმცა რეალური მაჩვენებელი შეიძლება იყოს 75% და 100%).

რაც შეეხება ვაქცინაციას ორსულებში, ჯანდაცვის უწყების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ორსულებისა და მეძუძურების აცრა საქართველოში დაშვებულია, თუმცა მხოლოდ Pfizer-ით.

გვერდითი მოვლენები

ინექციის ადგილას:

  • ტკივილი
  • სიწითლე
  • შეშუპება

მთელ ორგანიზმში:

  • დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • შემცივნება
  • ტემპერატურა
  • გულისრევა

ეს გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ვაქცინის გაკეთებიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში ვლინდება. შესაძლოა, გვერდითი მოვლენების გამო დროებით დაქვეითდეს შრომისუნარიანობა, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერი გაივლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თქვა ისიც, რომ ვინც იყენებს ფილერს, Pfizer-ით აცრის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ გართულებები, თუმცა, მოგვიანებით ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა მას ასე უპასუხა: ვისაც ფილერი გვაქვს, ვიცრებით.

სარედაქციო ჩასწორება: 2021 წლის 23 აგვისტოს Pfizer-ის ვაქცინას შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი