უბანში ყველას უყვარდა... რას ერჩოდნენ არ ვიცი - რას ყვებიან გარდაცვლილი ბრუკის მეზობლები

გამოქვეყნდა:

თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქე, 31 წლის შანაი ბრუკი გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. სწორედ ამ ტერიოტრიიდან გავიდა ის მთაწმინდის მიმართულებით სასეირნოდ, მეორე დღეს კი გარდაცვლილი ნახეს.

მეზობლები ამბობენ, რომ მიუხედავად ენობრივი ბარიერისა ის უბანში ყველას უყვარდა. ისინი იხსენებენ, რომ ბრუკს არავისთან უთანხმოება ან კონფლიქტი არ ჰქონია.

"მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, უბანში ყველას უყვარდა. როგორც ამბობენ, ამ სახლში მარტო ცხოვრობდა. მოკლედ, კარგი გოგო იყო და ყველას გული დაწყდა, არ ვიცი როდემდე უნდა გაგრძელდეს თავაშვებულობა, მე არ ვიცი. პოლიციის მოქმედებები მე სულ არ დამინახავს გარდა გუშინდელისა, როცა დავინახე, რომ გუშინ მოვიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, რა თქმა უნდა, როცა შს მინისტრი გეუბნება, რომ მე არ შემიძლია შენი დაცვაო, მაშინ თავად უნდა იფიქრო შენი თავი როგორ დაიცვა",- ამბობს გარდაცვლილის მეზობელი ვალერი კახიძე. 

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაი ბრუკის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი