"ნაციონალურ მოძრაობაში გიგი უგულავას განცხადებას, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი და შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიდის, არ ადასტურებენ.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ამ თემაზე პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია და საკითხი სწორედ პარტიაში, გუნდურად უნდა გადაწყდეს.
ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, კონკრეტული პოლიტიკური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც ჰქვია პოლიტსაბჭო და თუ ეს საკითხი ოდესმე დადგება კენჭისყრაზე, თქვენთვისაც ცნობილი გახდება მათ შორის რიგითი წევრის, თინა ბოკუჩავას პოზიცია" ამბობს ბოკუჩავა
თავად ვანო მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ამ დრომდე არ უთქვამს რომელ პარტიაში გააგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა ის, რომ პოლიტიკაში რჩება, მერაბიშვილმა თავის პირველივე განცხადებაში დაადასტურა.