სკანდალური ჩანაწერები "მთავარ აქცენტებში" | როგორ ამზადებდა სუს-ი პირადი ცხოვრების ანგარიშებს ივანიშვილისთვის

გამოქვეყნდა:

"გაგაცნობთ ადამიანებს, ვინც გვითვალთვალებს და გვიღებს" - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს.

ადამიანები, ვინც თავისუფლად სუნთქვის მტერია ამ ქვეყანაში, ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და უმძიმეს დანაშაულებს ჩადის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გირგოლ ლილუშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ახობაძე... ეს ადამიანი 2020 წელს იყო სუდ-ის ხელმძღვანელი და ამის შემდეგ ის დააწინაურეს დანიშნეს სუს-ის უფროსის მოადგილედ... და მესამე, სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი კოკა კობიძე, - ამბობს ნიკა გვარამია. 

გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს. 

გადაცემის სრული ჩანაწერი: 

აქვე, საუბარია კონკრეტული პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების პირად საუბრებზე, სადაც ისინი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავენ.

ცნობილი ხდება, რომ სუს-ი უსმენდა საელჩოების წარმომადგენლებსაც. საუბარია კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზეც.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი