ჩხოროწყუში მანქანა ხიდიდან გადავარდა | დაიღუპა 1, მძიმედ დაშავდა 2
გამოქვეყნდა:
ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჭოღაში. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 1 პირი, მძიმედ დაშავდა 2. დაშავებულები ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.