ხანძრები საბერძნეთში - საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს 

გამოქვეყნდა:

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166 - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ტყის ძლიერ ხანძრებს უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან.  ბოლო მონაცემებით, ცეცხლმა უკვე ათენის გარეუბნებამდე მიაღწია.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ხანძრის 80-მდე კერაა,  ხანძრების მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი სახელდება.

ევაკუირებულია რამდენიმე პატარა დასახლება, მაცხოვრებლები სხვადასხვა სასტუმროებში არიან გადაყვანილნი. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი