ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას მუზეუმში განთავსდება | საპატრიარქოს განცხადება

გამოქვეყნდა:

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეროვნული ოქროს ფონდი ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში განთავსდება.

საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიების და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცულ საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე. შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები რომელიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებელი და ჰაერგამწმენდი სისტემით, რაც ხელოვნების მუზეუმში არ ჰქონდათ, - წერს საპატრიარქო.

განცხადების თანახმად, ოქროს ფონდი შეთანხმების მიხედვით დაბრუნდება რეაბილიტაციის შემდეგ აღდგენილ ხელოვნების მუზეუმში.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქოს და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომ შენობის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ, მასში უწინდებურად ხელოვნების მუზეუმი უნდა განთავსდეს და ოქროს ფონდიც,- საეკლესიო საგანძური დაბრუნდეს აღდგენილ მუზეუმში, - წერია განცხადებაში.

ოქროს ფონდის ევაკუაციამდე საათები რჩება, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს არანაირი გეგმა, როგორ და სად მოხდება ეროვნული საგანძურის განთავსება. საპატრიარქოს მიერ დასახელებულ სამუზეუმო სივრცეებში არც კი არიან ინფორმირებული რომ ექსპონატების ნაწილი მათ საცავებში უნდა განთავსდეს, შესაბამისად არც ჯანაშიას მუზეუმში და არც ამირანაშვილის მუზეუმის ტერიტორიაზე ხვალინდელი ევაკუაციისთვის სამზადისიც არ მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი