პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას გეგმავს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასს ეტაპობრივად გაუზრდიან.
"ერთ-ერთი პრობლემაა ჩვენ რეალობაში ვუახლოვდებით რა არჩევნებს, მერების ხელფასები მაგალითისთვის შეადგენს 1 800- 2 000 ლარს, აბსოლიტურად ამოვარდინი და საერთოდ შეუსაბამობაში არის დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებებს სამინისტროების დონეზე. [...]
2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას, ეტაპობრივად, ეს არის აუციელბელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისვე თქმით, მერების ხელფასების გაორმაგება აქვთ გადაწყვეტილი, რადგან "წარმოუდგენელია, მართლაც რომ მერმა 2 000 ლარად იმუშაოს".