როცა მე დავინიშნე იყო სრული პესიმიზმი, დღეს ხალხი ქმნის დოვლათს, შემოსავალი შესდის ყველა ოჯახს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს წალკაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს წინა ხელისუფლების გარდა არც წინა პრემიერის, გიორგი გახარიას კრიტიკა დავიწყებია. მისი თქმით, გახარია არაეფექტურად ებრძოდა კორონავირუსს.

"5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერმინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3.5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, გვქონდა კომენდანტის საათი, შეზღუდვები და ასე შემდეგ, იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი. ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც იყო შექმნილი ქვეყანაში. 

დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური, ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში, ყველა ტურისტული ადგილი არის გადაჭედილი, ტურისტებით სავსე, ჩვენი შიდა ტურიზმი ძალიან მაგრად მუშაობს, ხალხი ქმნის დოვლათს და შემოსავალი შესდის ყველა მოქალაქეს და ყველა ოჯახს", - თქვა ღარიბაშვილმა. 

საკუთარი მთავრობის ქების შემდეგ ღარიბაშვილმა გახარიას ხალხის სახლში გამოკეტვა და შემდეგ 200 ლარიანი დახმარებების დარიგება დაუწუნა.

"ჩვენ გავიხსენოთ წინა წელი, როცა გამოვკეტეთ სახლებში ადამიანები და შემდეგ 200 ლარები დავურიგეთ, არის ეს საკმარისი?! იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს ნორმალურად ცხოვრება, რა თქმა უნდა, არა, ჩვენ გვინდა რომ გავიმეოროთ იგივე?! მე ვფიქრობ, არა, ამიტომ ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ", - თქვა მან. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი