პოლიტიკური პარტიები, "ევროპული საქართველო", "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება", ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთობლივად წარადგენენ. სამი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარ კანდიდატების ვინაობა ცნობილი, კვირას, 15 აგვისტოს გახდება.
მას შემდეგ, რაც პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი ელენე ხოშტარია წარადგინეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, პარტია თბილისში მაჟორიტარების კანდიდატებს არ წარადგენს.
რაც შეეხება ვიცე მერის კანდიდატურას, ის წარმოდგენილი იქნება პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" და მისი ვინაობა ხვალ, 12 აგვისტოს გახდება ცნობილი.
ოპოზიციურ პარტიებში რეგიონებში თანამშრომლობაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ბრძოლა უფრო ეფექტური იყოს, რეგიონებში მჭიდრო კოორდინაცია მნიშვნელოვანია.
ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.