დაისაჯონ ორგანიზატორები - პეტიცია 5 ივლისზე

გამოქვეყნდა:

სამართლიანობა ლექსო ლაშქარავასა და "თბილისი პრაიდისთვის" - ამ სახელწოდებით საერთაშორისო ორგანიზაცია All Out-მა პეტიცია შექმნა. პეტიციის ავტორები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ.

 ამ დროისთვის პეტიციას 3 800-ზე მეტმა ადამიანმა ხელი უკვე მოაწერა. 

"უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, რომლებიც დგანან "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების უკან, პირები, რომლებიც თავს სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს დაესხნენ. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს სასწრაფო და საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება.

ეს იყო მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა. უფრო უარესი, ეს იყო ლგბტ+ საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული აქტი საქართველოში, რასაც ხელისუფლებამ ხელი არ შეუშალა. ",- ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ ძალადობის ორგანიზატორები გამოკითხა, თუმცა არცერთი ამ დრომდე დაკავებული არაა. 

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 27 პირი;
  • "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი