თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან ცოტნე კობერიძე იქნება - პრაიმერისი დასრულდა

გამოქვეყნდა:

"გირჩი მეტი თავისუფლების" პრაიმერისში ცოტნე კობერიძემ გაიმარჯვა. მან 72.%-იანი მხარდაჭერა მიიღო.

27%-მა დაუჭირა მხარი მეორე მონაწილეს - იმედა კლდიაშვილს.

შესაბამისად, თბილისის ვიცე მერობის ერთიანი კანდიდატი ოპოზიციიდან ცოტნე კობერიძე იქნება.

"გირჩი მეტი თავისუფლების" საიტზე პრაიმერისი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს "ევროპული საქართველო", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება", ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთობლივად წარადგენენ. ამასთან, თბილისში "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ კანდიდატებს არ წარადგენს. 

მერობის კანდიდატად წარდგენილია ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია.


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი