"იქნებ ჭაჭამ მიშველოს?" - პუტინის საყვარელი ჟურნალისტი და "ქალი პოზნერი" ბათუმშია

გამოქვეყნდა:

რუსი ჟურნალისტი დარია ასლამოვა (კამსამოლსკაია პრავდა) რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ყველა საომარ მოქმედებას აშუქებდა. ღიად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპაციას, მეტიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უმოქმედობაშიც ადანაშაულებს. 

მას საქართველოზე არაერთი გადაცემა აქვს მომზადებული. მაგალითად, აჭარას პირდაპირ ოსმანური იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს, რომელიც მხოლოდ დროებით არის საქართველოს შემადგენლობაში. 

კრემლის იდეოლოგი ასლამოვა ხშირად სტუმრობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც.

დღეს კი ირკვევა რომ პუტინის საყვარელი ჟურნალისტი უკვე რამდენიმე დღეა ბათუმშია. მან სტატუსი საკუთარ სოციალურ გვერდზე დაწერა.

"სოს დელტა შტამი. ვწევარ სასტუმროში, ბათუმში. ვინ იცნობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას? იქნებ ჭაჭამ მიშველოს? და მე არ შემიძლია საქართველოს დატოვება არც ოფიციალურად არც ფიზიკურად. რადგან ვწევარ. რა ვაკეთო აქ? იმედით შევყურებ თეთრ ჭერს"- წერს კრემლის იდეოლოგი

იმის მიუხედავად, რომ დარია ასლამოვა კანონდამრღვევია და საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული, ქვეყანაში შემოსვლა მისთვის არავის შეუზღუდავს. 

ქართული ოცნება ფართოდ უღებს კარს კრემლის იდეოლოგებს, პუტინის პირად ჟურნალისტებსა და უბრალოდ საქართველოს მტრებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი