22 ქართველი შველას ითხოვს. ქაბულში სამუშაოდ წასული პირები, მათ შორის ყოფილი სამხედროები ავღანეთის დედაქალაქს ვერ ტოვებენ.
ქაბულში თალიბანის დაჯგუფების შესვლის შემდეგ, ხვალიდან ბოლო რეისი შესრულდება და ამის შემდეგ აეროპორტი იხურება. ქაბულში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.
განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვმია, რომ აქტიურ კომუნიკაციაში არიან უკრაინულ მხარესთან, რათა ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები უკრაინის საჰაერო ბორტით დაბრუნდნენ ქვეყანაში.
შეგახსენებთ, ავღანეთის დედაქალაქი თალიბანმა დღეს, 15 აგვისტოს დაიკავა. ქვეყანა უკვე დატოვა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და ტაჯიკეთში გაფრინდა.
გარდა ამისა, ქვეყნის შსს-მ მზადყოფნა გამოთქვა, დროებით მთავრობას ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცეს.