ბოლნისი ისევ ჩაკეტილია - რამდენიმე საათში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება და კომენდანტის საათიც გაუქმდება, თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტი ისევ ცხელ წერტილად რჩება. 

იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება სარისკოა, მკაცრი რეგულაციები ძალაში რჩება. შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე სოფელში გაუქმდა, ბოლნისში გადაადგილება კი ამ დრომდე მკაცრად კონტროლდება. ბლოკპოსტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები დგანან. ადგილზე არც მედიას უშვებენ. მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ ბოლნისში სპეციალური საშვის მქონე მოქალაქეებს უშვებენ.

მე თავად ბოლნისელი ვარ, თუმცა სამსახური მაქვს მარნეულში და მარნეულში მიწევს დარჩენა. ახლა ბოლნისში მინდოდა გადასვლა მაღაზიისათვის პროდუქტი რომ წამომეღო თუმცა არ შემიშვეს. ახლა ველოდები ბოლნისიდან ჩამოიტანონ და აქ გამშვებ პუნქტზე გადმომცენ. ბოლნისში მხოლოდ საშვით შეგიშვებთო, ეგეც არ მაქვს, - ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.

მე საშვი მაქვს და დისტრიბუციით ვარ დაკავებული მაგიტომ შემიშვეს მარნეულში. ბოლნისის რაიონი კიდევ დაკეტილია, რადგან საკარნტინო მდგომარეობა მოქმედებს. ამბობენ მალე გაიხსნებაო. ვნახოთ, - ამბობს ერთ ერთი მოქალაქე.

ბოლნისის მუნიციპლატიტეტში ამ დროისათვის კოვიდ 19-ის 160 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 66 გამოჯანმრთელებულია, ხოლო სამი გარდაცვლილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი