ხელშეკრულება ბელარუსთან | ოლიგარქიული და ავტორიტარული რეჟიმების თანამშრომლობის ახალი ეტაპი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული და ავტორიტარული რეჟიმების თანამშრომლობის ახალი ეტაპი. მაშინ, როდესაც ლუკაშენკოს მინსკთან ურთიერთობაზე ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს და სანქციებსაც უწესებს, "ოცნების" ხელისუფლება სულ უფრო უახლოვდება ევროპის უკანასკნელ დიქტატორს.

ბელარუსი ოპოზიციონერების დევნა და რეპრესიები საქართველოში - იქცევა თუ არა რეალობად ეს საფრთხე? ბიძინა ივანიშვილის სუს-ისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს კაგებეს თანამშრომლობა ბელარუსის ოპოზიციისთვის პირდაპირ ნიშნავს საქართველოში გაქცეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრების და მინსკისთვის გადაცემის საფრთხეს.

საფრთხოების სამსახურიც და "ქართული ოცნებაც" უარყოფენ ბელარუსულ კაგებესთან შესაძლო თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ შესრულებული სპეცოპერაციები ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი