წყალტუბოს სანატორიუმის კიბიდან ქალი გადავარდა - 81 წლის დაშავებული კლინიკაში ვერ გადაჰყავთ

გამოქვეყნდა:

სანატორიუმ თბილისში 81 წლის ქალი კიბეებიდან გადავარდა, დაზიანებული მოაჯირების გამო კი თავი ვერ შეიკავა და სარდაფში ჩავარდა - შემთხვევა წყალტუბოში ცოტა ხნის წინ მოხდა. 

ის სანატორიუმები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უნდა შეეძინა და რეაბილიტაცია ჩაეტარებინა, ყოველდღიურად სიცოცხლისთვის საშიში ხდება. ავარიულ კორპუსებში ჭერიდან ბათქაში ცვივა, იატაკი ჩავარდნილია, კიბის მოაჯირები კი დაზიანებული.

81 წლის დაშავებული ჯერჯერობით კლინიკაში ვერ გადაჰყავთ, რადგან ადგილები არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი