რეგულაციებს არავინ აკონტროლებს - "მთავარის" ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

უკონტროლო პანდემიის პირობებში ხელისუფლება ვერც იმ ინფიცირებულებს აკონტროლებს, ვინც წესით სახლში უნდა მკურნალობდეს. სოფელ უფლისციხეში ერთი ოჯახის სამი წევრი კოვიდდადებითია, თუმცა იზოლაციის წესებს არ იცავენ და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან. მეზობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივების თქმით, პოლიციას მითითება აქვს მიღებული, რომ წინასაარჩევნოდ მოქალაქეები არ  გააღიზიანონ, თუნდაც მათი ჯანმრთელობის რისკის ფასად.

ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების გამო ახლა ყოველ 24 საათში დაახლოებით 5 000 ადამიანი ინფიცირდება და საათში 2 ადამიანი კი კვდება.

აკრძალვების დაწესების მიუხედავად, "ოცნების" გუნდს ისევ უჭირს კანონის აღსრულება.

ახალციხეში, სოფელ ურაველში, ერთი შეკრების დროს, 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის  2 ორსული და 7 ბავშვი. ეპიდაფეთქებას ქელეხის სუფრას უკავშირებენ.   

უმძიმესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ  არის  დაკავშირებული პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ყველა მნიშვნელოვანი რეგულაცია ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნოდ  მოხსნა.

უმძიმეს ეპიდვითარებას და  ასობით ოჯახის ტრაგედიას სახალხო დამცველი კრიტიკული პოსტით  გამოეხმაურა.

მხოლოდ  აგვისტოში  903,  ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდმა 6 723 ადამიანი სიცოცხლე შეიწირა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი