რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან ირაკლი ბაღდავაძე - თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.
ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა. თბილსერვის ჯგუფის მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი ბაღდავაძის თქმით კი ის სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ მერიაში არსებულ კორუფციაზე ხმამაღლა საუბარი დაიწყო.
ცნობისთვის, ირაკლი ბაღდავაძე, "თბილსერვისის" მეეზოვე, რომელიც ერთ-ერთი იყო ვინც კორუმპირებული და უსამართლო სისტემის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და გაიფიცა, დღეს სამსახურიდან გაუშვეს.
თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი ბაღდავაძემ სამსახურში
დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე, ხმამაღლა ისაუბრა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.
ამავე თემაზე: