ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდებიან

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან, ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდებიან. საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთს სულიკო საყევარიშვილს მოსამართლემ 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა, ვაჟა გიგაური დამნაშავედ სცნო და ასევე, 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა მიუსაჯა, გიორგი სახელაშვილს კი ასევე 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

გადაწყვეტილებას ვახო სანაია Facebook-ზე გამოეხმაურა და საქმის მოსამართლეს, გიორგი კერატიშვილს, სამარცხვინო უწოდა:

"გაუშვა მოსამართლემ სამივე. მაგარი სასამართლოა ძალიან ! კერატიშვილი - სამარცხვინო მოსამართლე !",-წერს ვახო სანაია.

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი