ჟურნალისტური გამოძიება თუ პროპაგანდისტური დესანტი მოსკოვიდან. თბილისში რუსი ჟურნალისტების ჯგუფი მუშაობს და კონკრეტულ ადამიანებზე ინფორმაციას აგროვებს.
"მთავარმა არხმა" დაადგინა თუ ვინ არიან ამ ჟურნალისტების ინტერესის საგანი - ირკვევა, რომ ისინი ძირითადად რუსეთიდან გამოქცეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებით და სამოქალაქო აქტივისტებით არიან დაინტერესებული.
"რენ ტივის" ჟურნალისტი მარია კულენკოვა რამდენიმე კვების ობიექტში იმყოფებოდა თბილისში და დედაქალაქში 3 დღეა, ჩამოვიდა.