გადავწყვიტეთ, თავი შევიკავოთ სესხის აღებაზე - ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე

გამოქვეყნდა:

პრემირემინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარებისგან მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანამ ეტაპობრივად ვალის შემცირება დაიწყო.

საქმე ეხება ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს დახმარების მეორე ნაწილს.

"წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღება აუცილებლობა აღარ იქნება.

ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, ევროკავშირის მთლიანად, ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ გააკეთეს და აკეთებენ ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორეს მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა დიდი პოლიტიკური დატვირთვა, ამიტომ ნებისმიერი ინსიმულაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ის კი არა, ჩვენ  გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, გვაქვს ძალია კარგი, ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ივლისისთვის 10%-იან ზრდას, ხოლო წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან.

​ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების საკითხზე, გუშინ, 30 აგვისტოს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის "ფინანსური დატვირთვა არ აქვს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი