"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ პოლიციამ ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 54 წლის კახაბერ კალანდია დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვში, ვახანიას სახლში მყოფი მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გვიდასტურებენ.
ცნობილი ხდება, რომ მოკლული ვახანიას ძმას სამართალდამცველებმა მკვლელის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 1 საათის წინ მიაწოდეს.
მომხდარის შემდეგ, კალანდია რამდენიმე საათის წინ მიმალვაში იყო. ჯერჯერობით უცნობია, სად და რა ვითარებაში დააკავა ის პოლიციამ.
ცნობილია ისიც, რომ ვლადიმერ ვახანია და კახაბერ ადამია მეგობრები იყვნენ. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოსკოვში დაწყებული კონფლიქტი კი მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ვახანია საქართველოში ჩამოვიდა. სავარაუდოდ, კალანდია ვახანიას თანხას სთხოვდა, თუმცა, რა მოტივით, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე: