ნინო ლომჯარია ძალიან მალე იქნება ბრალდებული - მორგოშია ომბუდსმენს ემუქრება

გამოქვეყნდა:

მუქარა სახალხო დამცველის წინააღმდეგ - რადიკალური დაჯგუფების წევრები ნინო ლომჯარიას, 5 ივლისის საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო ემქურებიან; ლევან ვასაძის თანაგუნდელი, კოტე მორგოშია ამბობს, რომ ომბუდსმენი, ბრალმდებლად გადაიქცა, რის გამოც ნინო ლომჯარია პასუხს აგებს და მალე ციხის საკანში თავადვე აღმოჩნდება.

5 ივლისის ძალადობის მთავარი ორგანიზატორი, ზურაბ მახარაძე "მთავარი არხი" შეკითხვებს არ პასუხობს. დანარჩენი მოძალადეები კი საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

შს მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ სახალხო დამცველი თავის კრიტიკულ განცხადებაში მხოლოდ საჯარო განცხადებებს ეყრდნობა, ბრალდების უფლება კი ქვეყანაში მხოლოდ პროკურატურას აქვს.

შეგახსენებთ, ომბუდსმენმა 5-6 ივლისის ძალადობის მთავარი ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა და პროკურატურას მიმართა. საუბარია ზურაბ მახარაძესა და სპირიდონ ცქიფურშვილზე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი