"დაპირებები არის, შესრულებით არაფერს ასრულებენ" | "ოცნების" მერობის კანდიდატი ხაშურში, მოსახლეობამ შეხვედრიდან გამოაგდო 

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" რეგიონებში ამომრჩეველი უპირისპირდება. მმართველი გუნდის ხაშურის მერობის კანდიდატის საარჩევნო შეხვედრები ერთმანეთის მიყოლებით იშლება.

იმის მიუხედავად, რომ თენგიზ ჩიტიაშვილი სოფელ-სოფელ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად დადის, მას ხალხი პირდაპირ ეუბნება, რომ "ოცნების" დაპირებების აღარ სჯერათ და შესაბამისად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე აღარ მოტყუვდებიან.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პატრონი არავინაა და მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მაინც არაფერს აკეთებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი