"სახელმწიფო გადატრიალებაში" ბრალდებული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესები გრძელდება

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებულ ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართა.  

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმე გამოიკითხა, რომელმაც  დეტალურად გაიხსენა 20 ივნისი, თამლიანის დაკავების დღე.

დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე, რომელმაც არსებითი ინფორმაცია სასამართლოს ვერ მიაწოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, - ამბობს პროკურორი გიორგი მუკბანიანი

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ მისი მოწმის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბესიკ თამლიანის, როგორც პიროვნების და ასევე, მისი იმ დღეს განხორციელებული ქმედებების შესახებ.

ველოდებით შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველანაირი ლოგიკით უნდა იყოს გამამართლებელი, - აცხადებს დაცვის მხარის ადვოკატი ლევან იოსელიანი

საქმეზე დაცვის მხარის კიდევ რვა მოწმეა გამოსაკითხი. მომდევნო სასმაართლო სხდომა 12 ივნისს ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი