საოცნებო დამკვირვებლები თბილისში | 2 ოქტომბრის არჩევნებს ბელარუსის და უგანდას ცესკოდანაც დააკვირდებიან

გამოქვეყნდა:

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ყველაფერზე მოაწერს ხელს და ყველაფერზე გასცემს თანხმობას, ოღონდაც ამომრჩევლის ხმები არ დაკარგოს.

და აგრეთვე წინასწარ იჭერს თადარიგს, რომ არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღიარებულად ჩაითვალოს - ამისთვის, როგორც ჩანს, ცდილობს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას, მაგალითად, ისეთი კატასტროფულად არადემოკრატიული ქვეყნიდან, როგორიც ბელარუსია! 

ბარემ, პირდაპირ ღიად რუსი დამკვირვებლები ჩამოიყვანონ და მათ ათქმევინონ, როგორი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩაატარეს. რა განსხვავებაა? 

წარმოიდგინეთ, გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოში ბელარუსი დამკვირვებლები ჩამოდიან, ხელს აწერს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც თვითონ არის დასავლეთისგან სანქცირებული და რომლის მიერ ჩატარებულ არცერთ არჩევნებს მთავარი საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ! 

და ახლა მისმა ხალხმა ჩვენ უნდა გაგვაკონტროლონ თურმე, როგორ ვატარებთ არჩევნებს და დასკვნა უნდა დადონ. ხომ ხვდებით, როგორი სანდო და ობიექტური იქნება მათი შეფასება. მაგრამ "ქართულ ოცნებას" სწორედ ასეთი, თავისნაირი დამკვირვებლები სჭირდება, თორემ რომ არ სდომოდათ, შეეძლოთ უარი ეთქვათ - მათზეა დამოკიდებული, ვინ ჩამოვა და ვინ არა.

ავტორი
თეა ადეიშვილი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი