სუს-ის აგენტები, ფარული მოსმენები და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი - ოცნების მერობის კანდიდატების ბიოგრაფიის გასაიდუმლოებული დეტალები | სკანდალური ფაქტები მთავარ აქცენტებში

გამოქვეყნდა:

სუს-ის აგენტები, ფარული მოსმენები და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიამ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების ბიოგრაფიის გასაიდუმლოებული დეტალები გაასაჯაროვა:

მარნეული - კენან ომაროვი

რეკრუტირებულია ანუ "დავერბოვკებულია" ქვემო ქართლის უშიშროების სამმართველოს მიერ 2007 წელს. აგენტურული ფსევდონიმი "ლევანი". მითითება - ჩაწერა, გადაღება, მოწოდება. 

დმანისი - კობა მურადაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, თბილისის მარჯვენა სანაპიროს სამმართველოში. გიორგი რურუას საქმის პროკურორი. 2019 წელს - თბილისის პროკურორის მოადგილე, 2020 წელს გურიის, ხოლო 2021 წელს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. მისი დავალებით, იარაღი ჩაუდეს გიორგი რურუას, რასთან დაკავშირებითაც არსებობს სკანდალური ფარული ჩანაწერები, სადაც ის ითხოვს 15 მოწმის მიყვანას 21 ივნისის ღამის დარბევიდან, ვინც ნებისმიერი შინაარსის ჩვენებას დაადასტურებს ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ. 

წალკა - ილია საბაძე

შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე - 2011-12 წელი. 2003-11 წელი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს წალკა - თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი. მანამდე უშიშროების სამინისტროს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი. 1993-99 წლებში კი იკავებდა წალკის უშიშროების სხვადასხვა თანამდებობებს.

თეთრიწყარო - გიორგი წიკლაური

1995-2011 წლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა თანამდებობები. 2011-15 წლები კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წალკა-თეთრიწყაროს დეპარტამენტის უფროსი

თელავი - ლევან ანდრიაშვილი

2012 - შსს-ს რიგითი თანამშრომელი; 2014-17 - მომსახურების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი; 2016-17 - შსს-ს რეგიონული სამმართველოს უფროსი; 2018-20 - შსს-ს პროექტების განვითარების სამმართველო; 2020 წლიდან რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შსს-ში;

ყვარელი - გივი ზაუტაშვილი

ყვარლის მოქმედი მერის მოადგილე; 2014 წელი - ყვარლის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი; 2011-2012 - განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ყვარლის ცენტრის კოორდინატორი; 2007-2011 - ყვარლის გამგეობის აპარატის მთავარი სპეციალისტი; 2006-2007 - გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი; გადაბირებულია კახეთის კუდ-ის სააგენტოს მიერ. 2007 წელი. აგენტურული ფსევდონიმი "ფარი"; ევალება: საჯარო სამსახურში ინფორმაციის მოკრება და სუს-ისთვის მიწოდება;

სიღნაღი - მალხაზ ბეგიაშვილი 

2007-2008 - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მრჩეველი; 2004-2007 - აღმასრულებელი ხელისუფლება - ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2004 - "ნაციონაური მოძრაობა - დემოკრატების" პარტიული სიით მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი; 2003-2004 - პრეზიდენტ სააკაშვილის რეგიონული მართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი; 1999-2001 წელი - სიღნაღის გამგებელი მოქალაქეთა კავშირიდან; 1998-99 წელი - შევარდნაძის რწმუნებულის მოადგილე კახეთში; 1995-98 - პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას თანაშემწე რეგიონულ საკითხებში; 1994-96 - მოქალაქეთა კავშირის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გადაბირებულია 2003 წელს ე.წ. სამინისტროს კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ. მიზანი: საჯარო სამსახურში საჯარო მოხელეების ჩაწერა, ინფორმაციის მოგროვება და ცენტრისთვის მიწოდება. აგენტურული ფსევდონიმი "ჩეროკი". 2005 წელს აღნიშნული აგენტი გადაიბარა მისმა სამართალმემკვიდრემ, კუდ-მა.

ქარელი - ზაზა გულიაშვილი

2014 წლიდან - მოქმედი მერი. მეტსახელი "ჩლიქოსანი". ანზორ ჩუბინიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი. დაკავებული ბათუმში, გადმოყვანილი ქარელში პატიმრობას იხდიდა უკრაინაში. 2000 წლამდე მუშაობდა სლოტ-კლუბისა და საუნის დაცვის უფროსად. 2008 წელს გადმოიბირა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარმა სამმართველომ. დავალება - ფარული ვიდეოჩანაწერების განხორციელება მაღალჩინოსნებზე. 

ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე ​

2017-2021 მოქმედი მერი. 2016 წელი - ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2005 წელი-  გადმოიბირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერის მიერ. დავალება - საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება ცენტრში. აგენტურული ფსევდონიმი - "ქეთელაური"

ბორჯომი - ოთარ არბოლიშვილი

2018- საკრებულოს მაჟორიტარი წაღვერიდან 2020 საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2009 წელი - ​გადმოიბირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ. დავალება - საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება ცენტრში. აგენტურული ფსევდონიმი - "ერეკლე".

ადიგენი - გოჩა ქიმაძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ორგზის მაჟორიტარი ადიგენში. 1999-2004 მაჟორიტარი ადიგენში  ბლოკიდან "ახალი საქართველოსთვის" (მოკავშირე და სოციალური პარტიის ბლოკი). 2007 წელს
გადმობირებულია კონტრდაზვერის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მიერ. დავალება - საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ასევე სასკოლო კონტიგენტზე. ფსევდონიმი - "მამლუქი"

ახალქალაქი - მელქო მაკარიანი

ორი მოწვევის საკრებულოს წევრი. საქართველოში უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, ამიტომ ჩააბარა სომხეთის "გიუმრის" პედაგოგიურში, რომელიც საქართველოში აკრედიტირებული არ არის.

2013 წელი - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი.  2014 წელი - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა კახა კუკავას ოლქიდან. ფრაქცია "თავისუფლი საქართველოს" თავმჯდომარე. 2017 - იყო "ოცნებიდან" იგივე ფრაქციაში შევიდა. 2020 წელს - ახალქალაქში საარჩევნო შტაბის უფროსი.

2010 წელს გადმობირებულია. დავალება - ადგილობრივი პოლიტიკური ძალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება ცენტრში. მეტსახელი "კამი"

ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი 

2008-2009 წლები- სკოლის დირექტორი ნინოწმინდაში. 2009-2011 წლებში - ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსი. 2014-2017 წლები - საკრებულოს დეპუტატი, ენზელ მკოიანის კადრი.  2017-2021 წლები - ნინოწმინდის მერი. აუდიტის დასკვნით, მისი მერობის პერიოდში მკოიანის კომპანიისგან საწვავი საბაზრო ფასზე რამდენჯერმე ძვირად იყიდა და ამით ბიუჯეტს 200 000 ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. 2007 წელს - გადმობირებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მიერ აგენტურული ფსევდონიმი "აგავა".

მცხეთა - დიმიტრი ზურაბიშვილი

შსს-ში მუშაობს 90-იანი წლებიდან. 2003-12 წლები შსს-ს სხვადასხვა პოზიციები. 2016 წელი შსს - მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი, 2018 წელი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი. 

ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი

1998-99 წლები შევარდნაძის დროს რწმუნებულის მრჩეველი იმერეთში. 1999-2004 წლები - სხვადასხვა საერთაშორისო სოციალური პროგრამები. 2006-2014 - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს დირექტორი. 2014 წელი - იმერეთში გუბერნატორის კოორდინაციის სამსახურის უფროსი. 2016-20 - იმერეთის გუბერნატორის მოადგილე. 2020 - შუალედური არჩევნები, ჭიღვარიას გადადგომის შემდეგ ხახალეიშვილი იკავებს მის ადგილს. გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ იგორ გიორგაძის დროს, 1994 წელს. აგენტურული ფსევდონიმი - "ბოცა".

ჭიათურა - გივი მოდებაძე 

ცნობილია, როგორც სერგეენკოს მეგობარი და სუს-ის კადრი. 2004-2008 წლებში დაზღვევის ფონდის ინსპექტორი. 2008 წელს ნაციონალური მოძრაობის დროს ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს, თუმცა აღარ დააყენეს კონკრეტული მამხილებელი მასალის გამო. ამის შემდეგ ბედი სცადა ნინო ბურჯანაძის პარტიაშიც. 

გადმობირებულია 2006 წელს დასავლეთ იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის მთავარი სამმართველოს მიერ. აგენტურული ფსევდონიმი: "ციცქა"

წყალტუბო - გენადი ბალანჩივაძე

2012 წელი "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსი. 2012-14 წლებში წყალტუბოს გამგეობა, ნაციონალური მოძრაობის გამგებლის მოადგილე, 2014 წელს გაწევრიანდა "ოცნებაში" და გახდა წყალტუბოს საკრებულოს აპარატის უფროსი. 2015-17 წელი წყალტუბოს გამგებლის მოადგილე, რის შემდეგაც იწყებს ბიზნესსაქმიანობას. 

გადმობირებულია 2014 წელს პირადი ურთიერთობების ამსახველი მასალების გამო დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს მიერ. აგენტურული ფსევდონიმი "არსენა".

სამტრედია - დავით ბახტაძე

2016 წელს მერიის ბიუჯეტით გაირემონტა სახლი ხოლო კომუნალური სამსახურის მანქანას სახლში ავეჯი გადაატანინა. 

გადაბირებულია სოდ-ის იმერეთის სამმართველოს მიერ 2010 წელს. დავალება: კახი კალაძისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. შესაძლებლობისდაგვარად ფარული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების მოგროვება და მიწოდება ცენტრში. აგენტურული ფსევდონიმი "გორკი".

ონი - სერგო ხიდაშელი

2007-2009 წელი - სტრატეგიული მილსადენის დაცვის მთავარი სამმართველოს რუსთავის ქვეგანყოფილების მებრძოლი. 2009-2011 - სპეციალური ოპერაციის ცენტრის თანამშრომელი, 2011-12 - კუდ-ის თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2012-14 - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მარჯვენა სანაპიროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი.

2014-15 - სუს-ის თბილისის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი ოპერმუშაკი. 2015-18 - სუს-ის თბილისის მთავარი სამმართველოს აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. შემდეგ სამსახურის უფროსის მოადგილე და მთაწმინდა-კრწანისის უფროსის მოადგილე. 2018-21 სუს-ის თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი. 2021 წლის თებერვალი - ივნისი - სუს-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

ზუგდიდი - მამუკა წოწერია

2002-2004 წწ - საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური. 2010-11 - თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო. 2011-13 - ეკონომიკური მრჩეველი ქონების მართვის სააგენტოში. 2013-16 - სამეგრელო-ზემო სვანეთის სავაჭრო პალატის უფროსი. 2014-16 - ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გამგებლის მოადგილე. 2017 - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. 2018 - კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, რომლის სქემებისა და გარიგების შესახებ ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციის ცნობით ჩართული იყო მამუკა წოწერიაც. 2018 წელს ეკუთვნის ინიციატივა ზუგდიდის სასაფლაოზე მიცვალებულების მჯდომარე წესით დაკრძალვის შესახებ. 2021 წლის ივლისი - გახარიას სასარგებლოდ პოსტი დატოვა ზუგდიდის ვიცე-მერმა გიორგი შენგელიამ. მამუკა წოწერიამ საჯაროდ დაუჭირა მხარი გახარიას 20 ივნისის დარბევის შემდეგ, თუმცა დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატად გვევლინება. 

2002 წელს გადაბირებულია უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს მიერ. ფსევდონიმი: "ნახვაწა".

ხობი - დავით ბუკია

1993-94 წლები რეგიონული სამხედრო პროკურატურა, გამომძიებელი. 1994-99 - ფოთის პროკურატურა. უფროსი გამომძიებელი. 1999-2003 - ფოთის პროკურატურა, პროკურორის თანაშემწე, 2003-13 - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის უფროსი გამომძიებელი. 2013-14 - საქართველოს პარლამენტი, მაჟორიტარის ბიუროს უფროსი. 2014 - სპეციალური წოდება ვიცე-პოლკოვნიკი. 2014-18 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი. 2018-20 ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე. 

ფოთი - ბექა ვაჭარაძე

2020 წელი - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე. 2019 - საკრებულოს სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია. 2017 - საკრებულოს წევრი "ოცნებიდან". მერის, გოჩა კურდღელიას ახლობელი, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" შესწირა, 2013 წელს ოცნებას, 2018 წელს ფული შესწირა სალომე ზურაბიშვილს. 

გადმობირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მეშვეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ. დავალება: პარლამენტის წევრ ხახუბიას და სარიშვილის მიყურადება, ჩაწერა, ინფორმაციის მოგროვება და ცენტრისთვის მიწოდება. გადმობირების თარიღი 2017 წელი.

მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი

ვიქტორ ჯაფარიძის მარჯვენა ხელი. 1998-2000 წელი - მესტიის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მენეჯერი, 2000-2002 წელი - მესტიის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, 2002-6-10 წლები საოლქო კომისიის თავმჯდომარე და წევრი. 2013 წელი - მესტიის გამგებელი. 2021 წელი - ჯერ მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი ფული და ქვეყნიდან წასვლა შესთავაზა ჟურნალისტ ემა გოგოხიას, რისი ჩანაწერიც არსებობს. 

თეა ჟორჟოლიანი, შპს სასტუმრო "უშბას" მფლობელი ქმართან, ოლეგ კახიანთან ერთად, მიიღეს 60 ათასი ლარის სუბსიდია აწარმოე საქართველოდან. მონაწილეობს სახელმწიფო შეწყიდვებში და 2014 წლიდან დღემდე, ინდ. მეწარმის სტატუსით 28 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან 20-ში მომსახურებას საკუთარ ძმას და მესტიის მერიას უწევდა. 

გადაბირებულია 1999 წელს უშიშროების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ. 2005 წელს აგენტი გადაიბარა კუდ-მა. აგენტორული ფსევდონიმი: "ყაბარდოელი".

მასალა ახლდება 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი