მაღალია ალბათობა, რომ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ნონო ლომჯარიას თქმით, მაღალია ალბათობა, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება.

ლომჯარიას თქმით, უსაფრთხოების სამსახურის ამის შესაძლებლობა აქვს და თავის დასაცავად კონტროლის ეფექტური მექანიზმი არ არსებობს.

"უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენ პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს და ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გვაქვს გასაჩივრებული მოსმენების დღევანდელი მექანიზმი.

ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ასევე უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება",-თქვა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალურ ორიენტაციასა და მათ წარსულზე.

ამავე თემაზე:

"მთავარი არხი" სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს არ გამოაქვეყნებს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი