
ჩავარდნილი პროექტი და ჰესების მშენებლობის კიდევ ერთი მცდელობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პირველი ჰიდროელექტრო სადგური "ბახვი 3" 2012 წელს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა უხარისხო ნაგებობა მალევე ჩამოინგრა. მას შემდეგ ნაგებობა კიდევ რამდენჯერმე ააშენეს, თუმცა მომდევნო მცდელობებიც ანალოგიური შედეგით დასრულდა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია კიდევ ერთ სადგურის მშენებლობას იწყებს. პანდემია ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც სათავისოდ გამოიყენა და ჰესის მშენებლობა ისე დაიწყო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან არც კონსულტაციები და არც მოლაპარაკებები გაუმართავს. სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით აზრი არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკითხავთ.