ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა - პირდაპირი ფულადი დახმარება მოსახლეობას

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობასა და ხალხს ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი გეგმის შესახებ საქართველოს მოსახლეობას პირადად ესაუბრება.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერი დღეს შალვა არეშიძის უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ოჯახს ესტუმრა. არეშიძეები კორონაკრიზისმა ადრინდელზე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. 

სიმართლე რომ გითხრათ, ეს რამდენიმე თვე როგორ ვიცხოვრე, მე თვითონაც ვერ ვხვდები. რამდენიმე ახლობელი მყავს, რომლებმაც იციან, რომ მიჭირს და მეხმარებოდნენ, ფულით არა, საჭირო პროდუქტებით, - ამბობს შალვა არეშიძე

ზაალ უდუმაშვილმა არეშიძეების ოჯახსა და მათ მეზობლებს გააცნო პარტიის ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას ითვალისწინებს. 

დღეს შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი ფულადი დახმარება ჩვენს მოსახლეობას. 1000 ლარი ყველა ზრდასრულს და 500 ლარი ყველა ბავშვს, ეს არის რაც ჩვენს მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

მოსახლეობის დიდ ნაწილს ეკონომიკური პრობლემები კორონაპანდემიამდეც ჰქონდა, მაგრამ ორთვიანმა იზოლაციამ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება უმრავლესობას ამ დრომდე არ მიუღიათ, ხოლო ხალხის ნაწილმა პროგრამაში დარეგისტრირება შეძლო.

ოფიციალური ინფორმაციით, თვითდასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 57 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. სტატისტიკის მონაცემებით კი, ასეთი პირების რაოდენობა თითქმის მილიონ ადამიანს აღწევს. ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა 2 მილიონ 700 ათასი ადამიანისთვის დახმარებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი