"ივერი მელაშვილის შესაძლო ლიკვიდაცია" | დავით გარეჯის საქმე სუს-ის საიდუმლო ჩანაწერებში

გამოქვეყნდა:

სუს-ის საიდუმლო მასალებიდან ცნობილი ხდება ახალი დეტალები დავით გარეჯის საქმეზეც - პირადი მიმოწერიდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მჭიდრო კავშირი აქვს პრორუსული ძალის წარმომადგენლებთან.

საქმეში ფიგურებს სატელეფონო კომუნიკაცია დიმიტრი ლორთქიფანძესთან. მათ შორის, საუბარია ივერი მელაშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე.

"პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა დიმიტრი ქართველიშვილმა აცნობა რომ მ/წ 30 იანვარს იმყოფებოდა დავით გარეჯის მონასტერში, სადაც ამავე დროს ტერიტორიაზე იყო ივერი მელაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტებთან ერთად. ქართველიშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ უდაბნოს მკვიდრი მოსახლეობა (სვანები) ემუქრებიან ივერი მელაშვილს და შეხვედრის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდებიან ამ უკანასკნელს. 

თავის მხრივ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა - "არ უნდა შევარჩინოთ, მე ტაბელური მაკაროვი მაქვს 4 მჭიდით, მზად ვარ ჩემი ხელით მივაყენო კედელთან და ციხეში წავიდე".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი