საერთაშორისო სკანდალი - სუს-ი დიპლომატებსაც უსმენს

გამოქვეყნდა:

სრულმასშტაბიანი დიპლომატიური სკანდალი- "ქართული ოცნება" საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს ფარულად იწერს.

სუს-დან გაჟონილ ათასობით ფაილში - მრავლად არის დოკუმენტები, კრებსები, რომლებიც დიპლომატიური მისიების თანაშრომლებს შეეხება. ამასთანავე, საუბრების შინაარსში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველოში უსმენენ ყველა დიპლომატს. 

ფაილების მიხედვით, უსმენენ და იწერენ: ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს, აშშ-ის საელჩოს მედიაკომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს, საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს, ელჩი კელი დეგნანის თანაშემწეს. 

გარდა ამისა, ქვეყანაში უთვალთვალებენ გერმანიის ელჩის ასისტენტსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

ჩანაწერების მიხედვით,  სია გრძელია და ირკვევა, რომ  სუს-ში უსმენდნენ ისრაელის ელჩს, მის ასისტენტსა და პირად მდივანს. 

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

"მთავარმა არხმა" დაადგინა სავარაუდოდ იმ  პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი