
არჩევნებამდე 5 თვით ადრე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას აძლიერებს. გავრცელებულ ინფორმაციით, პრემიერად შესაძლოა სუს-ის ამჟამინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნოს, ხოლო უსაფრთხოების სამსახური ანზორ ჩუბინიძემ ჩაიბაროს.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ძალოვანი უწყებების კიდევ უფრო გაძლიერება ქვეყნის არაფორმალურ მმართველს არჩევნებისთვის სჭირდება.
"ძალოვანი უწყებები გადაკეთებული არიან ივანიშვილი პირად ჟანდარმერიად. ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც პრემიერი რომელიმე გუნდის გამარჯვების შედეგად კი არ ინიშნება, ივანიშვილი ნიშნავს უბრალოდ, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ფოკუსირების ნაცვლად სუს-ი პოლიტიკურ პოლიციად იქცა. გიგია ბოკერია ამბობს, რომ ბოლო წლებია უსაფრთხობის სამსახურს ივანიშვილი პირადი გვარდიის ფუნქცია აქვს
"ის ვითარება რაც გვაქვს, როცა ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, პარტიის თავმჯდომარე და კომუნისტური მოდელი აქვს, ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის, რის შედეგებსაც ვხედავთ. ამას მხოლოდ არჩევნები შეცვლის, - ამბობს ბოკერია.