საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ულოცავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ულოცავს - წერილი სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მკაფიო სურვილს. პომპეო მომავალ წელს  ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გამდიდრების იმედს გამოთქვამს.

 საქართველო ატარებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელი სასამართლოს დასაყრდენ კანონის უზენაესობას,- წერია წერილში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერიც.

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ლატვია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი და თურქეთი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი