არასათანადო კვალიფიკაციითაა გამოძიება დაწყებული... არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი - დიმიტრი საძაგლიშვილი ქარელში მომხდარ თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"არასათანადო კვალიფიკაციითაა გამოძიება დაწყებული... არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი" - ამის შესახებ "მთავარი არხის" იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი ქარელში, ჩვენს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ საუბრობს.

ქარელის პოლიციაში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჟურნალისტ ბექა ყორშიას გამოკითხვა. საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს რადგან ეს კრიტიკულ მედიასაშუალებებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა. 

ბუნებრივია, პოლიციელებს აინტერესებდათ, რა მოხდა და როგორ მოხდა გადმოგდება ლევან აბლოთიასი მეორე სართულიდან. რის შესახებაც ბექა ყორშიამ მიაწოდა მათ ამომწურავი ინფორმაცია. რაც შეეხება გამოძიებას და მის მოსალოდნელ შედეგებს, ბუნებრივია, რომ არასათანადო კვალიფიკაციითაა დაწყებული გამოძიება და არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები ამ გამოძიებასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეს არ არის გამონაკლისი და პირველი შემთხვევა კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტებზე ძალადობის, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

შსსმ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. 

იხილეთ ასევე:

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი