ემანუელ მაკრონის თქმით, ფარნგმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, ფრანგმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავი მოკლეს. ინფორმაცია მაკრონმა Twitter-ზე გაავრცელა.

"ადან აბუ ვალიდ ალ საჰაროვი, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი, საფრანგეთის ძალების მიერ საჰარაში განეიტრალებულია. ეს კიდევ ერთი წარმატებაა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში", - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.

ადან აბუ ვალიდ ალ საჰაროვი, 2020 წელს ექვსი ფრანგი საქველმოქმედო მუშაკის მკვლელობაშია ბრალდებული. ამასთან, 2017 წელს ნიგერიაში აშშ-ს სამხედროებზე თავდასხმის გამო, ის შეერთებული შტატების მიერ იძებნებოდა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი