ბათუმში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები დამკვირვებლად, ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარის ჩამოსვლას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო ოლქთან.

ისინი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირვებლად ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარის ჩამოსვლას აპროტესტებენ.

ისინი აცხადებენ, რომ ლიდია ერმოშენა არის თამარ ჟვანიას ანალოგი, მან ბელარუსში გააყალაბა არჩევნები, რის შედეგადაც ასი ათასობით  მოქალაქე ახლა სხვადასხვა ქვეყანაშია დევნილი.

აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების  წარმომადგენლები. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილს დასაყრდენად მხოლოდ გამყალბებელი რუსეთი და ბელარუსი დარჩა, იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარე ბევრ ქვეყანაში სანქცირებულია.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბერსაა ჩანიშული, 
სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი