რუსთავი-თბილისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ნაგავმზიდს შეეჯახა - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი კომპანია "თბილსერვის" ჯგუფის ნაგავმზიდს შეეჯახა. 

შეჯახების შედეგად დაშავდნენ მსუბუქ ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. 

 

ფოტო: "Info Rustavi"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი