"ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით" - ასე მიმართა ნიკა კვარაცხელიას მამიდამ მედიას და საზოგადოებას. ნანი კვარაცხელია ამბობს, რომ მის ძმას რომ "ამხელა დანაშაულები ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა".
ძალიან გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები. პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას, მადლიერი ვარ თქვენით, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით. არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს, თავის სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა. დაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი ნიკოს დაფასებისთვის, - ამბობს ნიკა კვარაცხელიას მამიდა, ნანი კვარაცხელია
იხილეთ ასევე: