"ოკუპაციას და რუსეთს რომ არ შევეხოთ?" - "ალმამ" ანტისაოკუპაციო ბანერების გაკვრაზე 2018 წელს უარი თქვა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვლი 2018 წელს, კომპანია "ალმასტან" მიმოწერას ასაჯაროებს, საიდანაც ირკვევა, რომ სარეკლამო კომპანიამ აქტივისტებს  ანტისაოკუპაციო ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა:

ეს არის ფაქტი როდესაც 2018 წელს კომპანია ალმამ  უარი გვითხრა მე და ჩემს მეგობრებს ანტისაოკუპაციო ბანერის განთავსებაზე, რადგან მათი განმარტებით  შინაარსი აღმოჩნდა მიუღებელი. 
გამოდის რომ სიძულვილის და ზიზღის ენა მისაღებია, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა.
ამ ფაქტზე დაყრდნობით კარგად ჩანს რომ მხოლდ კერძო პარტიულ ინტერესებს  ემსახურება აღნიშნული კომპანია, იმ პარტიის რომელსაც 2012 წლიდან დაწყებული აქვს ქართული სახელმწიფოს რყევა" წერს ჭარხალაშვილი

შეგახსენებთ, "ალმას" ეკუთვნის კონსტრუქციები, რომლებზეც სისხლიანი ბანერები გამოაკრეს. თავად კომპანია კი მონოპოლისტია და 15 წლიანი უფლება აქვს მოპოვებული ქალაქში, სარეკლამო პლაკატებზე 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი