სუსის სკანდალური მხილებების სერია არ სრულდება. სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურის მოქმედი ჩინოსნის გამაოგნებელი ინტერვიუ ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში", რომელიც ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" სადამსჯელო უწყების უკანონობის მასშტაბები ოლიგარქიული რეჟმისთვისაც კი შოკისმომგვრელია.
სუსის სპეციალური დეპატრამენტები კონკრეტული მიმართულებებით. ლილუაშვილის უწყებისთვის საიდუმლოდ არც ერთი ადამიანის ყველაზე პირადი დეტალიც კი არ რჩება. შანტაჟისა და კონტროლისთვის ივანიშვილის კლანი მზად არის თქვენს წინააღმდეგ ექიმთან, ფსიქოლოგთან ან აღსარებაში ნათქვამიც გამოიყენონ.
ამისათვის, დაინტერესებული პირების გარდა, უსმენენ ყველას, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს დაკვირვების ობიექტთან. სწორედ ასე ჟონავს საზოგადოებაში სუსში დაარქივებული საიდუმლო დოსიეები.