კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამოხვანში ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.
შესაბამის განცხადებას ENKA-ს მშობელი კომპანია ENKA İNŞAAT-ი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების მიზეზს ხელშეკრულების პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.
“ENKA Renewables-მა, რომლის 90%-იან წილსაც ENKA İNŞAAT-ი ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობა, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც წარმოადგენს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი ", - ნათქვამია განცხადებაში.